მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მან ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მაჩალიკაშვილს ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.