თბილისში, ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.