საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8612 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8577 ლარი ღირდა.
0.0019 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.1479 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1498 ლარი იყო.