aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიმდინარე წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

2020 წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გლდანში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება.

„ყველაზე გრძელი ხიდია, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ხიდი სრულად რეაბილიტირდება, შეიცვლება ასფალტი, გადაბმის ნაკერები, განათება და მოაჯირები. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე დავასრულებთ გლდანში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

იტვირთბა....