ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოკერია გვეუბნებოდა, თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩებაო“ – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობას ემუქრებოდა, რომ თუ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდებოდნენ “ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა”.

წულუკიანის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია სამარცხვინო მდგომარეობაშია.

“მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო ნათქვამი ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც, ბატონი ბოკერია მოლაპაკების მაგიდასთან თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტსო. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმობს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციორობას, დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობასა”,- აცხადებს წულუკიანი.

გიგა ბოკერია წულუკიანის განცხადებას გამაოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ასეთ სიტყვებს არასდროს ხმარობს.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დასკვნაში წერია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

იტვირთბა....