ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საპროკურორო საბჭო ფორმალურად იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მანამდე არაფორმალურად ბრძანებს ივანიშვილი”,- კახიძე

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურატურის პოსტზე სამი კანდიდატურის შერჩევა ფორმალური პროცესია, რეალურ გადაწყვეტილებას კი ბიძინა ივანიშვილი იღებს.

“”საპროკურორო საბჭო ფორმალურად იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მანამდე არაფორმალურად ბრძანებს ივანიშვილი. ეს იქნება სავარაუდოდ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერა. შემდგომ ეს კანდიდატი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც უკვე მორჩილი უმრავლესობა შეასრულებს იმ ბრძანებას, რომელსაც მიიღებენ ივანიშვილისგან.

ის, რომ პროკურატურა ანგარიშვალდებული არ არის საზოგადოების წინაშე და იცავს ოლიგარქს, ეს ბუნებრივია აისახება კრიმინოგენურ ვითარებაზე,” – აცხადებს ოთარ კახიძე.

დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც პირველი კენჭისყრის შედეგად სულ მცირე სამი კანდიდატი გამოვლინდება. გენერალური პროკურორობის 15 მსურველიდან საპროკურორო საბჭო დღეს 3 კანდიდატს შეარჩევს. შერჩეული კანდიდატები კი პარლამენტს გადაეგზავნება, სადაც კენჭს უყრიან.

იტვირთბა....