„მოგეხსენებათ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.