უბედური შემთხვევა მოხდა სტამბოლის აეროპორტში. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 179 – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისრტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 179 ადამიანი. მისი თქმით, სამწუხაროდ, 3 ადამიანი ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა, ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა.