ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, ვანის პროვინციაში კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა – დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი

სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მას შემდეგ, რაც ვანის პროვინციაში კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა “ჰურიეთის” ცნობით, ვანის პროვინციის გუბერნატორი მეჰმეტ ემინ ბილმეზი ამბობს, რომ დაღუპულთა შორის პოლიციელები, დაცვის თანამშრომლები, მეხანძრეები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

დღეს ზვავი ბაჰჩესარაის რაიონში, ბაჰჩესარაი-ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩამოწვა. ზვავმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლა, რის შედეგადაც, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

სამაშველო ოპერაციაში 400-მდე ადამიანი იყო ჩართული. მეორედ ჩამოწოლილმა ზვავმა კი, 50-მდე მათგანი მოიყოლა. ამ დროისთვის თოვლიდან 30-მდე ადამიანია ამოყვანილი.

 

იტვირთბა....