ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კი არ უნდა იქილიკო, რა ცოტა ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა გააცნობიერო, რომ ეს გუნდები სვავად იქცევა“,- ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისფლება ვალდებულია ქუჩაში მყოფ ადამიანებს მოუსმინოს და მათი პრობლემები გაიზიაროს.

ბესელია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომლებიც ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ვერ წყდება.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ტვ „პირველის“ ეთერში აცხადებს, უმრავლესობამ აქციის მონაწილეები კი არ უნდა ითვალოს.

აღნიშნულით ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციამ აქციაზე 200 ადამიანის შეგროვებაც კი ვერ მოახერხა.

„ქვეყანაში გაჭირვებული ადამიანების პროტესტი მხოლოდ ამ ერთი აქციით არ  იზომება. და პარლამენტთან რამდენი ადამიანიც არ უნდა მოვიდეს, ხელისუფლებამ იმდენ ადამიანს უნდა მოუსმინოს. ადამიანებს ბევრი სოციალური პრობლემა დაუგროვდათ, ძალიან უჭირთ. ბევრი პრობლემაა, რომლებიც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ დონეზე ვერ წყდება. ამაზე კი არ უნდა იქილიკო, რა ცოტა ადამიანი გამოდის ქუჩაში, არამედ უნდა გააცნობიერო, რომ ეს გუნდები სვავად იქცევა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პტოპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და “სირცხვილის კორიდორი” მოაწყეს.

იტვირთბა....