პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეუსრულებელი დაპირების გამო აუცილებელია, ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნას.
ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში არ არის ნორმალური მდგომარეობა, ამიტომ ვიდრე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დანაპირები არ შესრულდება, საპროტესტო აქციბი არ განელდება.
“ეს არის დისკომფორტის შექმნა, ყურადღების მიქცევა და ჩვენება ზოგადად ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალური მდგომარეობა. ასეთ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს პარლამენტი.
ჩვენ ვაპროტესტებთ და ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, რასაც დაპირდა ივანიშვილი, როგორც ჩვენ, ასევე დასავლელ პარტნიორებს. შედეგად მივიღეთ ის, რაც ხდება, ქვეყანაშიც არის პროტესტი და დასავლეთიდანაც მოდის დედის გინება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში,” – განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პტოპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და “სირცხვილის კორიდორი” მოაწყეს.