ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს” – სოფო კილაძე

უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დაწყებისთვის 10 საათი ადრე არაა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ გიკვირთ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება, რათა განიხილოს გარკვეული საკითხები. რა შუაშია ოპოზიცია, როცა ჩვენ უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით “ბავშვის უფლებათა კოდექსის” იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და 2020 წლის 1-ელ ივნისისთვის უნდა მოვასწროთ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზურნველყოფს იმას, რომ სისტემის მუშაობა დაიწყოს 1-ელი ივნისიდან. ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე და ვმუშაობთ დასაქმების აქტზე. ძალიან მალე გამოვიტანთ განსახილველად და კიდევ უამრავი თემაა”, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

“შეცვალეს” წარმომადგენლებმა, პარლამენტთან კრემლის ბანერები გააკრეს.

შეგახსენებთ, რომოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა თუმცა ბაღდათში მომხადრი ტრაგედიის გამო გუშნდელი აქცია გადაიდო. ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი  გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....