“გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი’განაცხადა უგულავამ პარლამენთთან, სადაც აქცია-პიკეტი მიმდინარეობს
პარლამენტის წინ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია უკვე დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა თუმცა ბაღდათში მომხადრი ტრაგედიის გამო გუშნდელი აქცია გადაიდო. ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა.