გამოცემა “როიტერსი” ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 324-ს მიაღწია.
არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი კი – ფილიპინებში ემსხვერპლა.
ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.