ახალი ამბები მთავარი

“ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც ეს შეხვედრა დაადასტურა შოთაძემ” – ხაზარაძე

ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას, სადაც ის ხაზარაზე-ჩხარტიშვილის ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს, პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება.

“ეს იმასაც ადასტურებს, რომ [მართალია] ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არამარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ, გახარიას წერილთან, ანაკლიასთან დაკავშირებით… ყველა ამ ფაქტს მოეფინება ნათელი. ეს ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც ეს შეხვედრა დაადასტურა ბატონმა შოთაძემ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ეს სიმართლე იქნება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის” – აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ხაზარაძისა და ვანო ჩხარტიშვილის შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

იტვირთბა....