პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე, ირაკლი შოთაძის სკანდალურ აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი გენპროკურორის აღიარება ფაქტიურად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არა სამართლებრივ სახელმწიფოში.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა აღიარება იმ არაფორმალური მმართველობის, რომელიც სულ არსებობდა.
„დღეს კიდევ ერთხელ მოხდა აღიარება იმ არაფორმალური მმართველობის, რომელიც სულ არსებობდა; რომ ქვეყანა იმართება არა ხელისუფლების, არამედ გარკვეული პიროვნებების მიერ; და რომ ამ პიროვნებების ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები.
როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ის პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებს გადიოდა ფიზიკურ პირთან და პარალელურად, იგივე სახლის მეორე ოთახში იწყებოდა ეკონომიკუირი დაპირისპირების გარჩევა, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. რომ სასამრთლოც და პროკურატურაც აბსოლუტურად ტყუილა გვაქვს, რადგან, ამ „აღიარებით“ გამოდის, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთ კონკრეტულ სახლში და უკვე შემდეგ ხდება მისი განხილვა სხვადასხვა ინსტიტუტებში.
თუმცა მომხდარი ფაქტები იმასაც ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესმენები არ გვყავს. ანუ, როდესაც საკუთარ თავს აკადრებენ იმას, რომ ვიღაც გიბარებს და იქ მიდიან ყურმოჭრილი მონებივით, ესენი ბიზნესმენები კი არა, ესენი არიან ცხვრები. თორე ღირსეული ადამიანი დაბარებულზე არ მივიდოდა, მითუმეტეს სხვის ტერიტორიაზე. ან გამოსულიყვნენ და მაშინვე მოეყოლათ სიმართლე, ეს ხომ ჩვეულებრივი ეს სისხლის სამათლის დანაშაულია?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ, დღეს დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.