ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ მახუნცეთთან მეწყერი ჩამოწვა.
შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
ქედის მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკის მეშვეობით ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
ფოტო: პირველი არხი