ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან, თბილისში 35 წლის ქალი გადმოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ქალი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგია. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები ვირუსებზე, შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრევენციის მიზნით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2 თებერვალს შეიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.