მთავარი ციტატა

„ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია”

„ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა, მათი ახლობლების. ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს, არც იყო მოსალოდნელი, რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია”

გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი

ასე ეხმაურება ვოლსკი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას.

უგულავამ პარლამენტს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელი სესია გადაედო.

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი და ორსული ქალი ემსხვერპლა.

იტვირთბა....