ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შოთაძის ხელში პროკურატურა იქნება მაღალპროფესიული” – ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული.

“ვფიქრობ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს, მათი მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება შოთაძეს, პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ამა თუ ინ მიმართულებას კარნახობს საზოგადოებას. პროკურატურა შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.

იტვირთბა....