“თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ყირიმელი თათრების მდგომარეობას. ჩვენ, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, ვაგრძელებთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერას, რომლებიც ამ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ“
რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი
ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.