თუკი ბავშვს ტემპერატურა ექნება, სკოლაში არ გაუშვათ -ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან.
ამირან გამყრელიძე ასევე მოქალაქეებს ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭიო აცრები ჩაიტარონ.
„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“,-დასძინა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. ხვალ, ლუგარის ცენტრს კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება