აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აბას არაღჩიმ ემანუელ მაკრონი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ პოზიციების შეცვლის გამო გააკრიტიკა და მოუწოდა, საკუთარ პოზიციაში გაერკვეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ პოზიციების შეცვლის გამო გააკრიტიკა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაერკვეს თავის პოზიციაში.

არაღჩიმ გაიხსენა მაკრონის პოზიცია, რომელიც მან 2018 წელს აშშ-ის კონგრესში გამოთქვა.

არაღჩის თქმით, მაშინ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ დატოვებდა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, რადგან მას პარიზმა ხელი მოაწერა, დღეს კი აცხადებს, რომ ირანში ნებისმიერი სახის ბირთვულ საქმიანობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. როგორც არაღჩიმ აღნიშნა, ეს პოზიცია შეუსაბამოა საფრანგეთის ლიდერის მიერ ადრე საჯაროდ აღებულ ვალდებულებებთან.

იტვირთბა....