ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია იტყობინება, რომ ერთ დღეში, ინფიცირების 2 829 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 205-ს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, პირველი ლეტალური შედეგი დადგა ფილიპინებში, სადაც კორონავირუსს 44 წლის ჩინელი, უხანიდან ჩასული მამაკაცი ემსხვერპლა.