ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც უხანიდან განხორციელდა, საფრანგეთში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთში იმყოფება.

უწყების ცნობით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქართველოს ვიცე-კონსული. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.

“საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება, როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან. ამასთან გაცნობებთ რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონა ვირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიდოდის დასრულებამდე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....