იტალიური მედიის ცნობით, იტალიურმა პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბრინდიზში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები: 42 წლის ლ.რ. და 44 წლის ქალბატონი ლ.ი. დააკავა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში აღმოაჩინეს სახლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ბინების გასაქურდ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ.
არსებული ცნობით, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია საეჭვო წარმოშობის მრავალი ობიექტი, რომელთა მფლობელობის და წარმოშობის დამტკიცება საქართველოს ორმა მოქალაქემ ვერ მოახერხა.
მათ შორის, Asus-ის ბრენდის ლეპტოპი, Sony, ტომ ტომ-ის ნავიგატორი, სამზარეულოს დანა-ჩანგლის ნაკრები და 58 ცარიელი კარტრიჯი. ამასთან, ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყოები და გასაღებები, რომლებსაც ბინის გასატეხად იყენებდნენ.
„ლ.რ. – ს სასამართლოს ჩანიშვნამდე შიდა პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლ.ი. გაათავისუფლეს. კარაბინიერისა და სახელმწიფო პოლიციის გამომძიებლებმა ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილ სხვა ქურდობებზეც დაიწყეს მოკვლევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიური მედია ავრცელებს.