მთავარი ციტატა

“ჩინეთიდან დამატებით საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო, რასაც ფრანგული მხარე ახორციელებს”

“გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, ისინი დღეისათვის იმყოფებიან თურქეთში, მათ მიმართ დაწესდა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან 2-კვირიან სამედიცინო დაკვირვებას და ადგილზე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე, აი, ახლა, სწორად ამ წუთებში დაიწყო დამატებით 2 მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ისინი პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ. ანალოგიურად, ისინი განთავსდებიან საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან შესაბამისი სტანდარტებით საკარანტინო პერიოდს და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. აქაც ჩვენი საელჩო საფრანგეთში მონიტორინგს გაუწევს”

ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

“ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....