ანკარაში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.
ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, აზერბაიჯანის შვიდი და საქართველოს შვიდი მოქალაქე უნდა გამოეყვანათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექვსმა ადამიანმა ევაკუაციაზე უარი თქვა.
ევაკუირებულ მოქალაქეებს ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში 14 დღის განმავლობაში კარანტინში მოათავსებენ.
ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეა.