ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობი-გუდაურის გზაზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება ისევ შეჩერებულია

ინტენსიური თოვის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზა უკვე მეორე დღეა, ჩაკეტილია. შეფერხების გამო, დაბა ჟინვალში დაახლოებით სამ კილომეტრზე ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაა აკრძალული.

ცოტა ხნის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქრო ხეხელაშვილმა, უამინდობისგან ჩარჩენილი მძღოლები მოინახულეს და ცხელი საკვები მიუტანეს.

გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე დაიწყება, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის გაგრძელებას შეძლებენ.

ვითარების დარეგულირების პროცესში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

ამ დროისთვის კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.

იტვირთბა....