ბოლნისის რაიონში, სოფელ სამწვერისში, მეზობლებმა 70 წლის კაცი მოკლული დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
მეზობელთა თქმით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი 40 წლამდე კაცი, მაგრამ დაკავების ფაქტს შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლულის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.