aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ათვლა დაწყებულია, კალაძე ივანიშვილისა და ოცნების კრიმინალური ბანდის” – ხაბეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მისი წინასწარმეტყველება ახდა, და ის დამნაშავედ გამოიყვანეს.

“მძიმე კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეს გამოვლინდება “ქართული ოცნების”, კალაძის და ივანიშვილის პანიკით, სხვა არაფერია თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ. ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში როგორ ჯგუფურად, ორგანიზებულად ლაჩრულად, მოპარვით დამესხნენ თავს და საბოლოო ჯამში, ჩემი შაბათ დღის წინასწარმეტყველება ახდა, აქედან გამომიყვანეს დამნაშავე. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, კაცი რომ ჰქვია და ზარქუა რომ არის გვარად და ოთხი დღე რომ იბლიქებოდა, თავში წავადებ ხაბეიშვილსო, წავუთაქებო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუმით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო. ამის შემდეგ ამ ყველაფრის შემოქმედი ხალხი ხელისუფლებაში რომ არის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თორემ ახლა სასამართლო რომ ჰქვია და ბიძინა ივანიშვილის მოურავები, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ესეც ხომ წინასწარ არის ცნობილი, ხომ კარგად იცით, რომ ახლა 3 ათასლარიანი იქნება, 8 ათას ლარიანი იქნება, თუ რა გირაოც არ უნდა შემიფარდონ, ეს იქნება დაკვეთილი, ისევე, როგორც იყო შეკვეთილი ეს თავდასხმა. მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილსაც, კალაძესაც, ძალოვან მინისტრებსაც – უკაცრავად, არ დარჩა საქართველოში არც ერთი მინისტრი, რომელიც არ ვამხილე კორუფციაში, დაწყებული გომელაურით, დამთავრებული ფარცხალაძის კანტორა პროკურატურით. ვიბრძოლებ ბოლომდე კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ამათმა მაქსიმალურად ნაკლები შეჭამონ იმ დრომდე, რა დროც აქვთ და დრო ძალიან ცოტაა, რადგან ათვლა დაწყებულია, კალაძე ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კრიმინალური ბანდის”,- განაცხადა ხაბეიშვილამ.

იტვირთბა....