“სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ლევან ხაბეიშვილის მიმართ. ხელით შეხება დეპუტატზე, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ ვიღაც მთელ პარტიას ღორებს რომ გეძახით, იმის გამო მე რომ გავაკრიტიკე ვიღაც, მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, ეგ რა იყო? რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეგ დემაგოგია იყო, მაგრამ მაგიტომ მოხსენით ხომ, რომ ხალხის მტერი დასვა სავარძელში. რატომ არ გააგდეთ პატრიიდან? ისევ პარტიაში ზის, ისევ ბატონი ბიძინას გვერდით ზის”
ერეკლე კუხიანიძე – თბილისის საკრებულოს წევრი
აღნიშნული განცხადება კუხიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება 24 იანვარს, გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.
შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ, რომელიც საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.
აღნიშნულის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მას უმრავლესობა დაატოვებინა. კუხიანიძემ ასევე დატოვა დედაქალაქის საკრებულოში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, თუმცა საკრებულოს დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა.