სამეგრელოში მოძრაობა “შეცვალეს” წევრებს თავს დაესხნენ, რამდენიმე ადამიანი მძიმედაა ნაცემი. ინფორმაციას “შეცვალე” სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მოძრაობის წევრები დღეს ჩხოროწყუში ლევან და ჯუმბერ იზორიების წინააღმდეგ აქციას მართავდნენ და მათ იზორიების კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
“სამაგრელოში თავს დაესხნენ #შეცვალეს წევრებს, მძიმედ ნაცემია:
ოთო შენგელია
ნუკრი ცქიტიშვილი
ირაკლი ნაჭყებია
#შეცვალე მოძალადე სისტემა!” – წერს მოძრაობა “შეცვალეს” ოფიციალური გვერდი.