უახლესი ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ქალაქ უხანიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, გასვლის უფლებას მისცემენ. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უხანში ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა. ერთ-ერთი ბოლო ბრიტანეთია, რომელმაც ჩინური მხარისგან ევაკუაციის უფლება რამდენიმე საათის წინ მიიღო.