ომბუდსმენმა, სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის არასათანადოდ შესწავლის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა განცხადება, რომელშიც ესპანეთის მოქალაქე მეფე ერეკლეს აბანოში მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.
“აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სერვისის განმახორციელებელმა კაცმა (მექისემ) მხოლოდ ქალებს მოსთხოვა სრულად გაშიშვლება და ცდილობდა, მათ მკერდს შეხებოდა. განმცხადებლის მითითებით, გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც არ მოახდინა სათანადო რეაგირება.
თუმცა, სამინისტრომ ვერ გამოკვეთა სექსუალური შევიწროების ფაქტი, რაც განმარტა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებელმა, გამოკითხვის დროს, სექსუალური შევიწროების ფაქტები უარყო. თუმცა, საპირისპიროზე მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ განმცხადებლის, მოპასუხე მხარის და მესამე პირების მიერ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც სახალხო დამცველმა სამინისტროს ეფექტიანი რეაგირებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
ასევე, შეისწავლოს შსს-ს ამ საქმის განხილვაში მონაწილე თანამშრომლების შესაძლო გადაცდომები, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე რეაგირება, უზრუნველყოს/განაგრძოს ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანია, მათ შორის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება” – აცხადებს ომბუდსმენი.