ფინეთში 32 წლის ქალს კორონავირუსით დაინფიცირება დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი ფინეთში ქალაქ უხანიდან ხუთი დღის წინ ჩავიდა. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია.