ბათუმში დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ავრცელებს.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ჩინელმა ტურისტებმა აჭარის რეგიონი უკვე დატოვეს, კვლევის შედეგებით კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში ოთხი ჩინელი ქალბატონი შევიდა, რომელთაგან ორს ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და მათზე დაკვირვება დაიწყო.