ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სიხარული მნებავს” – გახარია შეკითხვაზე “წერილი თუ სიხარული?”

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის რიტორიკულ შეკითხვას: „წერილი უნდა თუ სიხარული?“ პასუხობს და აცხადებს, რომ ამ კითხვაზე საავტორო უფლებები, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე მისია.

“რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე,” – განაცხადა გახარიამ

პრემიერი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ მწვავე კითხვას პასუხი გასცეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“, – აღნიშნა გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე კომენტირებისას.

იტვირთბა....