ჩინეთში, უხანთან – ქალაქთან, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ორდღიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ, ახალი საავადმყოფო გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.
The Dabie Mountain Regional Medical Centre – ასე ჰქვია ჰოსპიტალს, რომელსაც 1 000 პაციენტის მიღება შეუძლია და რომელიც უხანიდან 75 კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.
პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.