რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ნერვული შოკი აქვს.
როგორც ცნობილია, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და პოლიცია.