კორონავირუსის შესასწავლად და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომების მისაღებად, ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უნარის შესწავლა, რომ სხვა ქვეყნების რჩევებით მომარაგება გახდეს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ შეხვედრის შემდგომი ნაბიჯია.
ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 2 700-მე გაიზარდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანს ვირუსის გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდეც შეუძლია, რაც მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, დროულად მიმართონ ექიმს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჩაკეტვამდე უხანი ხუთმა მილიონმა ადამიანმა უკევა დატოვა.