aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილის გამოსვლა არაფრით წაადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” – ბაქრაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია.

მისი თქმით, განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

„აღარაფერს ვიტყვი იმ ტყუილებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობასთან , საარჩევნო გარემოსთან ან მედიასთან და უმცირესობებთან მიმართებაში. გამოვყოფდი ორ ფაქტორს: პირველი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია, ეს კარგად მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას; და მეორე, ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა, სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა მისი გამოსვლის ფორმასთან და რეგლამენტთან დაკავშირებით. მან მოახერხა, რომ ისიც დაიმსახურა, რაც ამ ორგანიზაციაში არ მომხდარა. რატომ? მიზეზი მარტივია – რაც შეიძლება ცოტა დრო დატოვა კითხვებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები, მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული გამოსვლები და მოვისმინეთ ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ვთვლი, რომ ეს გამოსვლა არაფრით წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

იტვირთბა....