ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პოლონელმა დეპუტატმა, ალექსანდერ პოჩიეჟმა განცხადება გაავრცელა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მე ვარ პოლონეთის მოქალაქე და პოლონელი ხალხი საქართველოს მეგობარია. თუმცა, საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესსა და ევროპარლამენტში გააჟღერეს წუხილი და შეშფოთება იმ ტენდენციების გამო, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი, განსაკუთრებით ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, გამოაქვეყნა განცხადება, რომ კიდევ ბევრი ოპოზიციური ლიდერის დაჭერა მოხდებოდა. რა პასუხი გექნებათ ამაზე?“-მიმართა პოჩიეჟმა სალომე ზურაბიშვილს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.