„ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დახუროს საქმე, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საზოგადოებას ექნება ძალიან მწვავე რეაქცია. საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს. დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“
სალომე სამადაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შეგახსენებთ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.