“ვის დავუჯეროთ? ვახტანგ გომელაური ამბობდა რომ ოპერაციას სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა,პროკურატურა ამბობს რომ გოგაშვილი პანკისში არ იმყოფებოდა.
თემირლანის დედა სპეცოპერაციის დილას გოგაშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს!
პროკურატურის მთავარი არგუმენტი სამი დღის უკან ვექილმა ზაქარამ გაასაჯაროვა-ჩხრეკის ოქმზე თურმე მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერაა! არაფერი განსაკუთრებული-გამოძიების დასრულება აშშ ელჩის ჩამოსვლამდე მოასწრეს ! ხელისუფლება შეიცვლება და თემირლანის საქმესაც ხელახლა გამოიძიებენ ! მთავარი კითხვა-ვინ შემოიყვანა ახმედ ჩატაევი თბილისში?!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მათი თქმით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
მათივე განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.
პროკურატურის სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: