ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

დღეს, აშშ ქალაქ უხანში მყოფი ამერიკის 230-მდე მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს

დღეს, ჩინეთის ქალაქ უხანში მყოფი ამერიკის 230-მდე მოქალაქის ევაკუაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ევაკუირებულთა შორისნიქნებიან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებიც.

ისინი კორონავირუსის გავრცელების გამო, კარანტინში მოქცეულ ქალაქს, ჩარტერული რეისით დატოვებენ. თვითმფრინავი კალიფორნიაში დაეშვება, სადაც მგზავრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

ჩინეთის ხელისუფლებისგან ევაკუაციის ნებართვას ელოდება ინდოეთიც. უხანში ინდოეთის 250-მდე მოქალაქე იმყოფება. დელიში აცხადებენ, რომ მუმბაის აეროპორტში მზადყოფნაშია 423 ადამიანზე გათვლილი ბოინგი.

დღევანდელი მონაცემებით ჩინეთში  გარდაცვლილთა რიცხვმა 100, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,714 გადააჭარბა.  

იტვირთბა....