ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამა ანდრია სარიას აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმსახურება ესაა გასაკვირი” – მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, გასაკვირის ისაა, რომ მამა ანდირა სარიას აქამდე არ შეუჩერდა მღვდელმსახურება.

მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა.

“აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ შეუჩეროს და შეუჩერა. თუ გონს მოეგება და ასე აღარ მოიქცევა, როგორც იქცევა…”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა თუ უკავშირდებოდა მამა ანდია სარიას მღვდელმსახურების შეჩერება, მის საქმინობას. ( როგორც ცნობილია მამა ანდრია სარია საარქივო მასალებზე მუშაობდა)

“ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს წვდომა როგორ იძიებდა, სად არის ეს საარქივო მასალები? მე მაინტერესებდა საარქივო მასალები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს არავითარი წვდომა. საიდან აქვს ანდრია სარიას წვდომა უშიშროების მასალებზე?!”,- განაცხადა მეუფემ.

შეგახაენებთ, რომ მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურების უფლება შეუწყდა. ამ თემაზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა.

იტვირთბა....