ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? მაგასაც მოესწრებით” – მეუფე იაკობი

ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ , ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.

“მახსოვს, ვინც არის მღვდელმონაზონი და მაგანაც გაიხსენოს. ტყუილებს ლაპარაკობს, ისევე როგორც მეუფე პეტრე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.

“სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით”, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

იტვირთბა....