“ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან ყოჩაღი ბიჭი, მერე რა რომ “ნაციონალია”? ძალიან ყოჩაღი ბიჭია, გასაქანს არ აძლევს მათ. გასცენ პასუხი სიტყვიერად, როცა აკრიტიკებს… ხაბეიშვილი დადის და ყოველდღე დებს რაღაც ფაქტებს, შეიძლება ოდნავ გაურბის ენა, მაგრამ შეიძლება დაელაპარაკო და აუხსნა. მეც მქონია ერთხელ ხაბეიშვილთან საუბარი”
ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, 24 იანვარს დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.