თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და რამდენიმე დღის წინ, საკრებულოში მომხდარ ინციდენტს – ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა.
შეგახსენებთ, პარასკევს, 24 იანვარს დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.